logo_geo
ირაკლი ჩიქოვანი: ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი და კოლეგა ხედავს არსებით პროგრესს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით
- +

3 ივნისი. 2023. 14:00

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი და კოლეგა ხედავს არსებით პროგრესს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით.

 

„არის ძალიან ბევრი პოზიტიური გამოეხმაურება. რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით საქართველოს ექნება გაცილებით უკეთესი პროგრესი, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, თუმცა, რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება“, - აცხადებს ჩიქოვანი.

 

საქართველო კანდიდატის ქვეყნის სტატუსს იმსახურებს. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რადიკალების ბოიკოტის მიუხედავად, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მუშაობა გრძელდება.

 

 

 

 

big_banner
არქივი