logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: თუ სწორი გადაწყვეტილების მიღებას რაიმე არასწორი ფაქტორი ხელს არ შეუშლის, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის
- +

3 ივნისი. 2023. 14:30

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თუ სწორი გადაწყვეტილების მიღებას რაიმე არასწორი ფაქტორი ხელს არ შეუშლის, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის.

 

„ყველა საკითხთან დაკავშირებით დღეს საქართველოს აქვს კონკრეტული, მნიშვნელოვანი და ხელშესახები პროგრესი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თუ სწორი გადაწყვეტილების მიღებას რაიმე არასწორი ფაქტორი ხელს არ შეუშლის, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის. ოპოზიციის არჩეული სტრატეგიაა, რომ რეკომენდაციების შესრულებას ხელი შეეშალოს, რათა შემდეგ ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას და ეს გამოიყენონ პოლიტიკურ ბატალიებში. ეს არის მათი ამოცანა და დღის წესრიგი“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

საქართველო კანდიდატის ქვეყნის სტატუსს იმსახურებს. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რადიკალების ბოიკოტის მიუხედავად, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მუშაობა გრძელდება.

 

 

big_banner
არქივი