logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ჩვენ ფაქტობრივად ბოლოში ვართ გასული
- +

3 ივნისი. 2023. 18:50

 

 

 

“ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ჩვენ ფაქტობრივად ბოლოში ვართ გასული”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„ოპოზიციის ჩართულობა საკმაოდ დიდია, ოღონდ ძირითადად მიმართულია ნეგატივისკენ, რომ ქვეყნის შიგნითაც და განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, შექმნან მაქსიმალურად უარყოფითი ფონი. საკანონმდებლო პროცესს ვერ მიჰყვებიან გამომდინარე იქიდან, რომ კვალიფიკაციის დეფიციტიც აქვთ და იმდენად ჩამორჩნენ, ფაქტობრივად შანსი არა აქვთ, რეალურად საქმიანად ჩაერთონ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

big_banner
არქივი