logo_geo
რას ითვალისწინებს სატრანსპორტო რეფორმა
- +

4 ივნისი. 2023. 00:43

 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა „ქრონიკაში“ სატრანსპორტო რეფორმაზე ისაუბრა. მისი განმარტებით. ამ რეფორმის მთავარი მიზანია ამ სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევა და საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგება.

ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ჩართულია გადაზიდვაში, ხშირ შემთხვევაში არ არის ტექინსპექტირება გავლილი, ხშირ შემთხვევაში არ არის გავლილი მგზავრთა გადაყვანისთვის და ასევე გარკვეულ შემთხვევაში, ვერ ვენდობით მძღოლების კვალიფიკაციას. პრობლემაა ავტოსადგურებს მიღმა მოქმედი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელიც უნდა მოწესრიგდეს რეფორმის შედეგად. გარდა ამისა, ავტოსადგურების მიმართ არის მოთხოვნები, რომლებიც ეტაპობრივად გამკაცრდება და ჩვენ მივიღებთ ქვეყანაში ევროპული ტიპის სამგზავრო გადაყვანებს“, - განაცხადა გურამიშვილმა.

მისივე თქმით, ავტოსადგურები 3 კატეგორიად დაიყოფა. „I კლასის ავტოსადგურიდან შესაძლებელი იქნება როგორც საქალაქთაშორისო, ისე საერთაშორისო რეისების განხორციელება, II კლასის სადგურებიდან შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქალაქთაშორისო რეისების განხორციელება, III კლასის სადგურებიდან კი მხოლოდ რეგიონული, მუნიციპალური გადაზიდვები განხორციელდება“, - განაცხადა გურამიშვილმა.

big_banner
არქივი