logo_geo
ირაკლი კობახიძე: 10-დან 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა - ეს იქნებოდა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შედეგი
- +

4 ივნისი. 2023. 21:59

 

 

 

„იმედის კვირა“ დაინტერესდა რა შედეგები მოჰყვებოდა საქართველოს მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას. ამ თემაზე კომენტარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

 

„ეს იქნებოდა მარტო პირველივე წელს მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა ნაცვლად 10%-იანი ზრდისა, რაც გვქონდა ჩვენ გასულ წელს. პესიმისტური სცენარის პირობებში, მაქსიმუმ, ეს იქნებოდა 18%-იანი ვარდნაც კი. 10-დან 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა - ეს იქნებოდა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შედეგი. და მნიშვნელოვანია რა არის ამ ციფრებს მიღმა. ეს იქნებოდა მინიმუმ 200 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას, ხელფასების კლებას, იმას რომ ფერმერები ვეღარ მოახდენდნენ საკუთარი პროდუქციის რეალიზებას, მათ დარჩებოდათ ვალები და ა.შ. ეს ნიშნავდა იმას, რომ იგივე აჭარა რომ ავიღოთ, ტურისტული სეზონი ძალიან მძიმედ წავიდოდა, და იქაც უამრავ ადამიანს შეიძლებოდა დარჩენოდა ვალები, კრედიტები გასასტუმრებელი და ა.შ. ეს გამოიწვევდა კატასტროფულ ეკონომიკურ შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის. შედარებისთვის, კოვიდის დროს ეკონომიკური ვარდნა ჩვენს ქვეყანაში იყო 6,5%“, - განმარტავს კობახიძე.

 

 

big_banner
არქივი