logo_geo
თემურ გვალია: ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბანდის მეთაური იყო. რაც მან აკეთა, მაგისთვის 6 წელი ოაზისია
- +

5 ივნისი. 2023. 00:35

 

 

„სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პატიმრობა ორჯერ მომიწია და ორივეჯერ საშინელება ვნახე. 7 საპყრობილე მაქვს გამოვლილი. მოგეხსენებათ, ერთი რა იყო და 7 კარანტინის გავლა როგორი იქნებოდა“, - ამის შესახებ მსახიობმა, თემურ გვალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პროცესს სანატორიუმი უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ციხეებში არსებული სიტუაცია დეტალურად გაიხსენა. აღწერა, თუ რისი გავლა და მოთმენა უწევდა მაშინ ციხეში მყოფ პატიმარს. მან შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ბანდის მეთაური უწოდა.

 

„მერაბიშვილი ამ ბანდის ერთ-ერთი მეთაური იყო - ასე ვიტყვი. კი, იჯდა ციხეში, მაგრამ ციხეში მაგას ეძახიან „მალინას“. მაგისთვის 6 წელი არის ოაზისი, რაც მან აკეთა!“, - განაცხადა გვალიამ.

 

 

big_banner
არქივი