logo_geo
მამუკა მდინარაძე: პიარული ხრიკებით სპეციალურად დებდნენ ავტომატებიან ფოტოებს, რომლებიც მოსკოვშია გადაღებული და გეგონება აქ არის, მერე ირკვევა, რომ თურმე საერთოდ არ ყოფილან კადიროველები
- +

8 ივნისი. 2023. 01:13

 

 

 

„სპეციალურად დებდნენ ავტომატებიან ფოტოებს, რომლებიც მოსკოვშია გადაღებული და გეგონება რომ აქ არის, მერე კი ირკვევა, რომ თურმე ორი კვირის წინ ყოფილან აქ, თურმე საერთოდ არ ყოფილან კადიროველები და ხვდები, რომ შეიძლება ერთი წამით თავადაც გახდე მათი ბინძური პიარის მსხვერპლი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ინტერვიუს დროს ვამბობდი, რომ ერთი იყო დაკავებული 2020 წელს, მეორე იყო ყოფილი მერი, კადიროველები კი არ იყვნენ, პირიქით-მეთქი და შემომიტრიალდა „ფორმულას“ ჟურნალისტი, როგორ კადიროვს ოპოზიცია ჰყავსო? რა ლოგიკაა ეს - 2011 წლამდე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩნდებოდა, სააკაშვილმა ყველა ბინძური მეთოდით გაანადგურა ოპოზიცია, და რას ნიშნავს, ამ ლოგიკით ყველა ქართველი მიშისტი იყო? ესე იგი ყველა კადიროველია, იქ ვინც ცხოვრობს. რეალურად, კადიროვის მომხრეა, ყოფილი მერია, თუ ვინ არის ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. არის კრიტერიუმები: როდესაც მესაზღვრე აიღებს პასპორტს ხელში, ამოწმებს ბაზაში და თუ არ აქვს მას ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებიდან რაღაც პროვოკაციის, ტერორისტული აქტის ან არ არის პირი ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაში მხილებული, მესაზღვრე უშვებს. ამბავი ატეხეს - იქ ლავროვის ნათესავი, აქ კადიროველები, მაგრამ ორივე შემთხვევაში, ვინმეს პრობლემა რომ შეექმნა, იგივე ვინოკუროვს, ვლოგებს ამოიღებდნენ როგორ აგინებს პუტინს და იტყოდნენ, რომ როგორ შეუქმნეს ანტიპუტინისტს პრობლემაო. პიარული ხრიკებით სპეციალურად დებდნენ ავტომატებიან ფოტოებს, რომლებიც მოსკოვშია გადაღებული და გეგონება აქ არის, მერე ირკვევა, რომ თურმე ორი კვირის წინ ყოფილან აქ და თურმე საერთოდ არ ყოფილან კადიროველები, ერთი ყოფილი მერი, მეორე მათგან დაჩაგრული ბიზნესმენი და როდესაც ამას გაიგებ, ხვდები, რომ შეიძლება თავადაც გახდე იმ ბინძური პიარის მსხვერპლი, რასაც ესენი ალაგებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი