logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: ვიმედოვნებთ მივიღებთ საფრანგეთის მხარდაჭერას, ისევე, როგორც გუშინ მივიღეთ სენატისა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეებისგან
- +

8 ივნისი. 2023. 13:08

 

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში შეხვედრებს განაგრძობს. პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, რა საკითხებზე ისაუბრებს დღეს პარიზში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

ძირითადი თემები იგივეა - ჩვენი ფრანგი პარტნიორების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში, სად ვართ ახლა, როგორ ვაპირებთ ეს რეკომენდაციები ბოლომდე მივიყვანოთ. ასევე, საუბარი გვექნება უსაფრთხოების ვითარებაზე, რომელშიც საქართველო არის რუსეთის უკრაინაში აგრესიისა და ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე პროცესებიდან და იმ ოკუპაციიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ამდენი წელია უმკლავდება.

 

ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ საფრანგეთის მხარდაჭერას, ისევე, როგორც გუშინ მივიღეთ სენატის თავმჯდომარისა და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარისგან“, - აღნიშნა სამხარაძემ.

 

შალვა პაპუაშვილის ვიზიტი საფრანგეთში გუშინ დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი