logo_geo
დავით მათიკაშვილი: ფრანგული მხარე აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ მხარი დაუჭიროს ქართულ მისწრაფებებს, რომელიც გამიზნულია ევროკავშირის წევრობისკენ
- +

8 ივნისი. 2023. 15:19

 

 

ფრანგული მხარე ასევე აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ მხარი დაუჭიროს ქართულ მისწრაფებებს, რომელიც გამიზნულია ევროკავშირის წევრობისკენ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ფრანგულ მხარესთან ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ქართულმა მხარემ ევროინტეგრაციის მიზნის მისაღწევად.

 

გვექნება აქტიური ინფორმაციის გაცვლა საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ის თუ როგორ სრულდება 12 პუნქტიანი გეგმა, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ქართულმა მხარემ ევროინტეგრაციის მიზნის მისაღწევად. ამ მეგობრულ გარემოში ფრანგული მხარე ასევე აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ მხარი დაუჭიროს ქართულ მისწრაფებებს, რომელიც გამიზნულია ევროკავშირის წევრობისკენ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

შალვა პაპუაშვილის ვიზიტი საფრანგეთში გუშინ დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი