logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: ეროვნული ბანკის მუშაობა მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის, შეიძლება, პირადი ინტერესი აქვს, როცა პრეზიდენტი ამდენი ხანი არ ასახელებს კანდიდატურას
- +

8 ივნისი. 2023. 19:40

 

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პრეზიდენტის ვალდებულებაა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები დროულად წარადგინოს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა, არსებობდეს რაიმე ინტერესი, როცა ამდენი ხნის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან არ ხდება კანდიდატურის დასახელება.

ეს ყველაფერი საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება, რადგან როგორც ცესკო, ასევე ეროვნული ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, ეროვნული ბანკი, რომლის ყოველდღიური მუშაობა მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის. რა თქმა უნდა, ცესკო მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა საარჩევნო პერიოდში არ ვართ. როცა ამდენი ხნის განმავლობაში პრეზიდენტი არ ასახელებს კანდიდატურას, რომელზეც ამბობს, რომ ის პროფესიონალია, არ ვიცი, აქ შეიძლება, სხვა მიზეზები ვეძებოთ. შეიძლება, პირადი ინტერესი აქვს ან სხვა დაინტერესება. შეიძლება, ეს ადამიანები პიროვნულად არ მოსწონს. უნდა ვკითხოთ, რატომ აკეთებს ამას. მას ვალდებულება აქვს, რომ კანდიდატები დროულად წარმოადგინოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

big_banner
არქივი