logo_geo
რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულის პარტიაა
- +

9 ივნისი. 2023. 10:05

 

 

ხაბეიშვილი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავში თუ ბოლოში, მელია იქნება ანალოგიურ მდგომარეობაში თუ ნებისმიერი სხვა, „ნაციონალური მოძრაობა“ ისედაც არის ბოლო ქართულ პოლიტიკაში თავისი საქმიანობით“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის წარსადგენად ემზადება.

 

ერთმანეთს რამდენიც არ უნდა დაუპირისპირდნენ, ეს არც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს და არც არავის. „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულის პოლიტიკური პარტიაა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით განხეთქილება გრძელდება. პარტიაში ამბობენ, რომ ახალი თავმჯდომარის წარსადგენად ემზადებიან. ვარაუდობენ, რომ ხაბეიშვილი შესაძლოა ლევან ბეჟაშვილმა ან, დავით კირკიტაძემ ჩაანაცვლოს. თავად ბეჟაშვილი აღნიშნულ საკითხზე, კომენტარს თავს არიდებს.

 

 

big_banner
არქივი