logo_geo
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა
- +

10 ივნისი. 2023. 10:16

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემა შეეხებოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს და პარლამენტის როლს რეკომენდაციების შესრულებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებას და აღნიშნა, რომ საქართველოს წვლილი უსაფრთხოებაში და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად განუზომელია.

ასევე, მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გამოწვევებზე. ამ მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, რათა რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კავკასიის რეგიონისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვისაც.

big_banner
არქივი