logo_geo
ირაკლი კობახიძე: ვთქვით, რომ ივნისის ბოლომდე შევასრულებდით 12 პუნქტს, რათა დეკემბერში საბაბიც არ დავტოვოთ კანდიდატის სტატუსის არ მოსაცემად
- +

10 ივნისი. 2023. 14:21

 

ვთქვით, რომ ივნისის ბოლომდე შევასრულებდით 12 პუნქტს, რათა დეკემბერში საბაბიც არ დავტოვოთ კანდიდატის სტატუსის არ მოსაცემად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რეფორმები ხორციელდება. არის 12 პუნქტი. ივნისის ბოლომდე აბსოლუტურად ყველა პუნქტი შესრულდება. ესაა ჩვენი გეგმა. ეს გეგმა წარუდგინეთ ჩვენ ქართულ საზოგადოებას დაახლოებით, ერთი წლის წინ და ვთქვით, რომ ამ თვის ბოლომდე იქნებოდა ყველა პუნქტი შესრულებული. პირნათლად ვასრულებთ ჩვენს დაპირებას ქართული საზოგადოებისა და ასევე ევროკომისიის წინაშე და თვის ბოლომდე ყველა პუნქტი იქნება პირნათლად შესრულებული. ესაა ჩვენი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ვადა არსებობს. ეს ვადა ჩვენ თვითონ დავუდგინეთ საკუთარ თავს. ვთქვით, რომ ივნისის ბოლომდე შევასრულებდით 12 პუნქტს იმისთვის, რომ დეკემბერში საბაბიც არ დავტოვოთ კანდიდატის სტატუსის არ მოსაცემად და ეს გეგმა, რა თქმა უნდა, სრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.

მან კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსი საქართველოს ეკუთვნოდა და ეს ევროკომისიამაც დაადასტურა, როდესაც ქულებით შეფასება დადო.

big_banner
არქივი