logo_geo
ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ლატვიის სეიმის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ
- +

10 ივნისი. 2023. 15:09

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და მეგობრობის ჯგუფის წევრები, ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი, ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის სეიმის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, აგიტა ზარინა-სტურეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მასპინძლებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ის პროგრესი გააცნო, რომელიც ქვეყანას 12 პუნქტიან რეკომენდაციასთან მიმართებაში აქვს.

კომიტეტის თავმჯდომარემ აგიტა ზარინა-სტურე ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის, შესაბამისი კომიტეტების დონეზე თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივით გამოვიდა. ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ლატვიის მხარის ინიციატივის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის როგორც პროფილურ საპარლამენტო კომიტეტს, ისე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

შეხვედრისას პარლამენტის წევრმა, ნოდარ ტურძელაძემ ერთობლივი ფესტივალის ან კულტურულ-შემეცნებითი პროგრამების დანერგვის იდეა წამოაყენა, რასაც მასპინძელი კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა.

ბექა ოდიშარიამ, ლატვიის მხარეს მადლობა გადაუხადა, საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამების წარმატებით განხორციელებისთვის, რომლის შედეგად, ორმოცდაათამდე ქართველი სტუდენტი ლატვიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს. მან აგრეთვე, მადლიერების სიტყვებით მოიხსენია ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც ლატვიაში საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენენ და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევიან.

big_banner
არქივი