logo_geo
მამუკა მდინარაძე: როდესაც ინფლაცია ან ლარის დევალვაცია მიდის, მაშინვე ხელისუფლებისკენ გამოიშვერენ ხელს და თან გვეკითხებიან, ეროვნულ ბანკში რატომ აწესრიგებთ მკაფიოდ საბჭოს წევრების არჩევის თემას?
- +

10 ივნისი. 2023. 16:59

 

როდესაც ინფლაცია ან ლარის დევალვაცია მიდის, მაშინვე ხელისუფლებისკენ გამოიშვერენ ხელს და თან გვეკითხებიან, ეროვნულ ბანკში რატომ აწესრიგებთ მკაფიოდ საბჭოს წევრების არჩევის თემას? არა რელევანტური კითხვებია ერთმანეთთან მიმართებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მან პრეზიდენტის მხრიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ინფლაციასთან, ფასებთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკის პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი, მაშინ როდესაც ბანკის საბჭოს ორ წევრს ვადა აქვს გასული, მაშინ როდესაც ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვინც ასრულებს, მასაც ვადა გასდის ძალიან მალე და პრეზიდენტი იქცევა ისე, როგორც იქცევა. უბრალოდ, მისი ამ ქცევით იკეტება შანსები, რომ მალე დაინიშნონ, აირჩნენ ადგილებზე ადამიანები, რომლებიც შემდეგ უნდა გაუძღვნენ ბანკის საქმიანობას, შემდეგ სხვა გზა არ გაქვს, რომ სამართლებრივად კიდევ უფრო სწორი გადაწყვეტილებით გადაჭრა ეს პრობლემა.

როდესაც ინფლაცია ან ლარის დევალვაცია მიდის, მაშინვე ხელისუფლებისკენ გამოიშვერენ ხელს და თან გვეკითხებიან, ეროვნულ ბანკში რატომ აწესრიგებთ მკაფიოდ საბჭოს წევრების არჩევის თემას? არა რელევანტური კითხვებია ერთმანეთთან მიმართებაში. თუ ერთზე პასუხისმგებლობას მაკისრებ, მაშინ გადამაწყვეტინე, სწორად როგორც არის. სწორად გადაწყვეტა კი ნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე ლეგიტიმურად მართოს ეკონომიკური საკითხები, მათ შორის, ინფლაციის, დევალვაციის, ფასების საკითხები - სწორად გადაიჭრას და სწორი სავალუტო თუ ეკონომიკური პოლიტიკა იყოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

big_banner
არქივი