logo_geo
მამუკა მდინარაძე თსუ-ში მომხდარ ინციდენტზე: უმცირესობის წარმომადგენლებს რატომღაც პოლიტიკურ იარაღად იყენებენ, ეს გეგმის ნაწილია
- +

10 ივნისი. 2023. 17:08

 

დიდი ეჭვია იმ ვერსიის, რომ ვიღაცას რაიმე უხეში პასუხი რომ გაეცა და ყოფილიყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა, რაღაც ნიშნით დაჩაგრულებად წარმოედგინათ ის ადამიანები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რითაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

დღეს რაღაც ტრენდია, თითქოს მოდაში შემოვიდა ლგბტ-პროპაგანდისტობა. არავინ არავის უფლებებს არ ლახავს და არ ზღუდავს, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაცები ამ ტრენდის დამკვიდრებას ცდილობენ, ამან რა შედეგები მოიტანა, ნახეთ ბოლო კვლევები. სამწუხაროდ, აშშ-ში 18-25 წლამდე ასაკის ადამიანების 20% ამბობს, რომ სექსუალურ უმცირესობას მიეკუთვნება. საფრანგეთში, ბოლო კვლევის თანახმად, 18-25 წლამდე ასაკის ადამიანების 22% საკუთარ თავს სექსუალურ უმცირესობად აიდენტიფიცირებს, როცა წინა თაობაში ეს იყო 10%-მდე, უფრო წინა თაობაში კი 2-3%. კვლევებმა გვაჩვენა, რომ ლგბტ-პროპაგანდა თურმე ძალიან ცუდი რამ ყოფილა. ჩვენ ამას აშკარად და ღიად უნდა დავუპირისპირდეთ. უმცირესობის წარმომადგენლებს რატომღაც პოლიტიკურ იარაღად იყენებენ. ეს გეგმის ნაწილია. დიდი ეჭვია იმ ვერსიის, რომ ვიღაცას რაიმე უხეში პასუხი რომ გაეცა და ყოფილიყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა, რაღაც ნიშნით დაჩაგრულებად წარმოედგინათ ის ადამიანები, იმდენად ამ მიმართულებით დალაგებული გოიმური პერფორმანსი იყო“, - აცხადებს მდინარაძე.

big_banner
არქივი