logo_geo
მაია ბითაძე: ჩვენ ყოველ დღეს ვუძღვნით ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას
- +

10 ივნისი. 2023. 21:12

 

 

ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც დღეს და გუშინ არ ჩავრთულვართ ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში და ამას შევალიეთ მთელი ჩვენი ცხოვრება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, უმრავლესობა ყოველ დღეს ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას უძღვნის.

 

„ჩვენ ყოველ დღეს ვუძღვნით ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას. ყოველდღიურად ჩვენ ვაუმჯობესებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. „ქართული ოცნება“ იყო, ვინც წინასაარჩევნო პროგრამაში განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. რომ გავიხსენოთ, რა ხდება მეათე მოწვევის პარლამენტის სამწლიანი მუშაობის განმავლობაში, ან შემოდის, ან - არა, აწყობენ შოუებს. ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ისინი დადიან კარდაკარ და თურმე, სანქციებს იხვეწებიან და ევროპარლამენტარები ეუბნებიან, სანქციები რომ დავაწესოთ, ეს უფრო ხომ არ გადააგდეს რუსეთის ხელში. რა იკითხება ამ ყველაფრისგან? ადამიანები ცდილობენ საქართველოს გამოუთხარონ ძირი. ასოცირების შეთანხმება ჩვენ დროს იყო რატიფიცირებული, ჩვენ ვმუშაობთ კანონმდებლობის ჰარმონიზებაზე, ვიზალიბერალიზაცია ჩვენ დროს იყო მიღებული და კიდევ უამრავი რამ. ადამიანები, რომლებმაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეუშვეს რუსეთი, ის ადამიანები ამბობენ ისეთ რაღაცებს, რაც აფერხებს ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 

 

big_banner
არქივი