logo_geo
ირაკლი გოგავა: 2020 წლიდან „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ორბიტაზე აღარ იარსებებს
- +

1 დეკემბერი. 2016. 18:16



„ნაციონალურ მოძრაობის" ნაწილები იარსებებს 2020 წლამდე, მერე კი ისინი გაქრებიან პოლიტიკური ორბიტიდან", - ამის შესახებ „ქართულ აზრს" „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ განუცხადა.


რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, გოგავას თქმით, მან, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა საკუთარ პარტიაშივე დაკარგა წონა და გავლენა.


„7 ოქტომბერს შედგა პოროშენკოს ვიზიტი ოდესაში, სადაც მან სააკაშვილს მართვადი, მარიონეტი ოპოზიციონერის როლი შესთავაზა, რაც გულისხმობს მისთვის დიდი გასამრჯელოს მიცემას. სააკაშვილმა უმალ განაცხადა, რომ ის არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას არჩევნების ნებისმიერი შედეგის მიუხედავად. ეს ცალსახად ნიშნავს, რომ ის გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას", მიატოვა ბრძოლის ველზე. ეს კარგად ესმით „ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც არის დაჯგუფებები, რომლებსაც სურთ, გააგდონ სააკაშვილი ამ პარტიიდან, კერძოდ, ბოკერიას ჯგუფი, რომელსაც სააკაშვილი მიაჩნია ზედმეტ ბალასტად. რამდენიმე ხანში ის დაკარგავს საკუთარ ტელევიზიასაც „რუსთავი 2"-ის სახით, რომელიც დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს. ასეთ ვითარებაში სააკაშვილი აღარ არის მნიშვნელოვანი ფიგურა საკუთარი პარტიისთვისაც კი", - განუცხადა „ქართულ აზრს" გოგავამ.

 



 

big_banner
არქივი