logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ მოტყუვდა საზოგადოება, ვენეციის კომისია...
- +

23 ივნისი. 2017. 21:08


 

„ვფიქრობ, პრეზიდენტი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს ცუდად იყენებს", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ცუდად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე, რაც ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია.


„პრეზიდენტის მხრიდან იმის თქმა, რომ კონსტიტუცია არ ვარგა, მიუღებელია, რადგან ის უნდა იყოს ამ კონსტიტუციის გარანტი. ეს ყველაფერი მიუღებელია ქვეყნისთვის, რადგან პრეზიდენტი უნდა ხვდებოდეს თუ როგორ ჩანს ეს ყოველივე უცხო თვალით.

 

მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ მოტყუვდა საზოგადოება, მოტყუვდა ვენეციის კომისია, რადგან მე ვესწრებოდი პირველივე განხილვებს. შეიცვალა ორი რამ, ეს არის მაჟორიტარებზე, რომელიც გადაიდო და პარტიებთან დაკავშირებით, რომ შემცირდა ბარიერი. მე არ მგონია, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იყოს ეს პოლიტიკური კინკლაობა. მთავარი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის ის უფლებებია, რაც გაწერილია ამ კონსტიტუციაში და მისცემს მოქალაქეებს საშუალებას, დაიცვას თავი და საკუთარი უფლებები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი