„ტრაგედიით სარგებლობა ყველაზე დიდი ამორალური რამ არის, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო და ამას ახერხებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მათ ინფორმაცია აქვთ და დღეს ალბათ კიდევ ერთხელ მოისმენენ, თუ რა მდგომარეობაში ამოჰყავდათ მაშველებს გარდაცვლილი ადამიანები[შოვში], რამდენად მყისიერი იყო თუ არა ადამიანების გარდაცვალება იმ უდიდესი ტრაგედიის დროს და ამის შემდეგ ამ თემაზე საუბარს რომ აგრძელებენ, ამაზე დიდი ამორალურობის წარმოდგენა შეუძლებელია“, - აღნიშნა მდინარაძემ.