logo_geo
მამუკა მდინარაძე: დღეს პარლამენტში არის მინისტრი, რომლის მინისტრობის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა 50 მლრდ ლარიდან 80 მლრდ ლარამდე გაიზარდა
- +

22 სექტემბერი. 2023. 15:15

 

 

საქართველოს პარლამენტში დღეს არის მინისტრი, თავის გუნდთან ერთად, რომლის მინისტრობის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 50 მლრდ ლარიდან გაიზარდა 80 მლრდ ლარამდე, 30 მლრდ-ით. რაც არ უნდა გავაკრიტიკოთ, შედეგი, ფაქტი, რომელიც ხელის გულზე დევს - არის ეს. დანარჩენი ყველაფერი შედარებით მეორეხარისხოვანია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

 

მამუკა მდინარაძემ მინისტრ ლევან დავითაშვილს წარმატებები უსურვა.

 

 

big_banner
არქივი