logo_geo
რომელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ ზაალ უდუმაშვილის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენას
- +

27 ივნისი. 2017. 20:12


 

„ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა. ცერემონია მეტეხის ტაძრის ეზოში, გორგასლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.


ტაძრის ეზოში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ხელოვანები, პოლიტიკოსები, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები შეიკრიბნენ. სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და ბებია მზია წერეთელი.


 

 

 

 

 

ზაალ უდუმაშვილის წარდგენას ასევე ესწრებიან: მომღერალი გიორგი უშიკიშვილი, პროდიუსერი მარინა ბერიძე, კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, პოეტი კოტე ყუბანეიშვილი, მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი, რეპერი ლექს-სენი.


 

 

 

 

 

ზაალ უდუმაშვილის ტრიბუნაზე გამოსვლამდე, ღონისძიება ნიკა მელიამ და გრიგოლ ვაშაძემ გახსნეს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი