logo_geo
გოგა ხაინდრავა: შეშინებული საქართველო და აღვირახსნილი პოლიტიკური ჯგუფი - ამის მომსწრენი ვიყავით...
- +

28 ივნისი. 2017. 14:18




რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „პირველის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა. ხაინდრავას თქმით, დღევანდელი კონსტიტუციის პროექტი არის წინ გადადგმული ნაბიჯი.

 

„დღეს საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული პროცესი მიმდინარეობს. ხდება კონსტიტუციის შეცვლა. კონსტიტუცია არის საფუძველი ნებისმიერი ქვეყნის არსებობის. აქამდე აბსოლუტურად გაუგებარი კონსტიტუცია გააჩნდა ამ ქვეყანას, სრული სახელმწიფოებრივი აბდაუბდა, რომელიც ერთი ძალიან გარყვნილი და გონებადაკარგული ორგანიზაციისა და მისი ლიდერის მიერ მორგებული იყო მათ მმართველობას. მთელი საზოგადოება მომსწრე ვიყავით, როგორ ხორციელდებოდა ამის გატანა - გაკმენდილი, შეშინებული საქართველო და აღვირახსნილი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც რასაც უნდოდა იმას აკეთებდა. ახალი კონსტიტუციის პროექტი არის წინ გადადგმული ნაბიჯი, არაიდეალური, ბუნებრივია, უამრავი კითხვის ნიშნით, მაგრამ ზუსტად ეს განაპირობებს ქვეყანაში დემოკრატიის არსებობას ან არარსებობას - პოლარიზებული აზრები და სხვადასხვა ხედვა ამა თუ იმ სახელმწიფო ინსტიტუტის არსებობის. ეს არის კონსტიტუციაზე მსჯელობა და ის რაც მიმდინარეობს. ჩემი აზრით, მიმდინარეობს ბრძოლა წარსულსა და მომავალს შორის. ღრმა წარსულში დარჩენილი ე.წ. პარტიები, რომლებიც არაფერს სხვას, თუ არა პატარ-პატარა ფეოდალებს არ წარმოადგენენ, არანაირი პოლიტიკური გავლენა, ძალა და რაც მთავარია, საზოგადოების ნაწილი, რომელსაც შეიძლება ისინი დაეყრდნონ, არ არსებობს ამ საზოგადოებაში. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ეს პოლიტიკური წუმპე, რომელიც საქართველოში არსებობს, უნდა დამთავრდეს და ეს პოლიტიკური წუმპე ყველა ღონეს ხმარობს, რომ არ გაშრეს ჭაობი და არ დადგეს ჯანმრთელი ურთიერთობები ქართულ საზოგადოებაში", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 


 

big_banner
არქივი