logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: კახი კალაძე ძალიან მნიშვნელოვნად დაატყობს ხელს თითოეული თბილისელის ცხოვრებას
- +

1 ივლისი. 2017. 20:56


საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე, კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დარწმუნებულია კახა კალაძის გამარჯვებაში.


პრემიერის თქმით, კახა კალაძე იქნება დედაქალაქის გამორჩეული და ყველაზე წარმატებული მერი.


„დღეს ოფიციალურად მინდა წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე კახი კალაძე.

 

კახი გახლავთ, არამხოლოდ ჩვენი პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, არამედ ის გახლავთ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრი. სადაც იყო კახი კალაძე იქ ყოველთვის იყო გამარჯვება, იქ ყოველთვის იყო წარმატება. მე დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომავალშიც. კახი ყოველთვის გამოირჩეოდა საქმისადმი ბოლომდე ერთგულებით. ის არის ენერგიული, ჩვენი ქვეყნის მოყვარული ადამიანი. ის არის ძალიან კარგი მეოჯახე. მას არასდროს უღალატია პიროვნული თავისუფლების პრინციპისთვის. კახის ყოველთვის ჰქონდა გამორჩეულად აქტიური სამოქალაქო პოზიცია და ის ყოველთვის იყო არამხოლოდ გამორჩეული მინისტრი, არამედ ის იყო ყოველთვის იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდებოდა. ყველაზე მთავარი, კახის ყველაზე კარგად ესმის რთულად, შრომით მოპოვებული გამარჯვების ფასი.

 

მაგრამ, მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ამჯერად ეს არ იქნება რთული გამარჯვება. ეს იქნება პატიოსან, სამართლიან ბრძოლაში ნამდვილი, ჭეშმარიტი გამარჯვება იმიტომ, რომ კახი ნამდვილად იმსახურებს ამ გამარჯვებას.

 

თბილისის მერობა არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო გამოწვევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თავისი თანამედროვე, საინტერესო მიდგომებით კახი კალაძე აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვნად დაატყობს ხელს თითოეული თბილისელის ცხოვრებას.

 

მე მინდა წარმატება ვუსურვო კახის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში, სადაც ჩვენს პარტიას, „ქართულ ოცნებას" აქვს ნამდვილად საფუძვლიანი იმედი ძალიან მყარი გამარჯვების, ეს არჩევნები იქნება აუცილებლად ჩვენი ქალაქისთვის საუკეთესოს მომტანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ კახი ძალიან წარმატებით გაართმევს თავს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას. კახი იქნება ჩვენი დედაქალაქის გამორჩეული და ყველაზე წარმატებული მერი!" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

big_banner
არქივი