logo_geo
ზურაბ ალავიძემ მცხეთა-მთიანეთში რწმუნებულ-გუბერნატორი წარადგინა
- +

3 ივლისი. 2017. 16:07



მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ახალი სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ  ლევან ზაუტაშვილი წარადგინა. ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.


ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, თავისი ისტორიული ძეგლებითა და მთიანი საკურორტო ზონებით, საინტერესო და სპეციფიურია. მისი თქმით, რეგიონს უფრო მეტად განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.


„რეგიონს აქვს ახალი გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, ლევანის  საქმიანობა იქნება ძალიან ეფექტიანი, იგი ღირსეულად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს რეგიონის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის", -განაცხადა ზურაბ ალავიძემ.


ლევან ზაუტაშვილს 2013-2017 წლებში „კასტელ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა. მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში. დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.




 

big_banner
არქივი