logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა გამორიცხულია
- +

2 დეკემბერი. 2016. 21:14



სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ჩვენ გვქონდა სამი ნაციონალური არხი, რომლებსაც, სამწუხაროდ, მართავდა მთავრობის ადმინისტრაცია",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მედია თავისუფლება საქართველოსთვის ფუნდამენტურია.


მისივე თქმით, დღეს საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა ციფრული მაუწყებლობის შესახებ.


პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დღეს საქართველოში 40-ზე მეტი ახალი ტელეკომპანიაა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს.


ახალი ტელეკომპანიის დაფუძნებას მხოლოდ 10 დღე სჭირდება და ამისთვის არ არის საჭირო ლიცენზია, საკმარისია მხოლოდ ავტორიზაციის ტექნიკური პროცედურის გავლა. რაც შეეხება „რუსთავი 2"-ს, ეს არის სასამართლო პროცესი. ჩვენი მხრივ ჩვენ უზრუნველვყოფთ სასამართლო პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას. ამ პროცესის შედეგის მიუხედავად, ნებისმიერ ჩარევა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩვენი დღის წესრიგიდან გამორიცხული იქნება. უკვე აღვნიშნე წინა შეხვედრაზე, აქ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი და ეს არხი არის არანაკლებად კრიტიკული, ვიდრე დამოუკიდებელი ტელეკომპანიები, რაც აჩვენებს საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner big_banner
არქივი