logo_geo
ხათუნა ხოფერია: ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება...
- +

5 ივლისი. 2017. 12:46



პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ „მარშალპრესთან" საუბარში განაცხადა, რომ საქართველოში „მშვიდობის 5 წელი" ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.


5 წელი სრულება რაც ხელისუფლება შეიცვალა და ომი ჩვენ არ გქონია, ორჯერ თუ სამჯერ მეიდანს გვიმზადებდნენ და მეიდანი არ ყოფილა, საქართველოს ტერიტორიაზე ტყვია არ გავარდნილა. ვინმემ გაიხსენოს საქართველოს უახლეს ისტორიაში „მშვიდობის 5 წელი"... და ეს არის ამ კაცის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. არავინ არ გაბედოს ჩრდილოვან მმართველობაზე საუბარი. ტყუილად ნუ ცდილობენ ხალხს ნაცარი შეაყარონ თვალებში. მათთვის ბიძინა ივანიშვილი დიდი პრობლემაა. ბიძინა ივანიშვილი არის დამფუძნებელი იმ პოლიტიკური ძალის, რომელსაც „ქართული ოცნება" ჰქვია. ის არის ადამიანი რომლის მხრებზე და ფინანსებზე იდგა ეს ძალა, ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ხალხო", - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი