logo_geo
„მარიტა“ უკანასკნელ გზაზე „გედიამ“ და „შეთემ“ გააცილეს...
- +

14 ოქტომბერი. 2017. 18:06



მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე, ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ტაძარში გაიმართა.


დღის განმავლობაში მსახიობს პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, მომღერლებმა, მსახიობებმა და მოქალაქეებმა.


ახლობლებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა მსახიობი სამების ტაძრიდან ტაშით გააცილეს.


მსახიობი 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.


 

 

 

 

big_banner
არქივი