logo_geo
ზემელი - XIX საუკუნის თბილისის ერთ-ერთი აფთიაქი...
- +

28 იანვარი. 2019. 03:50

 

ზემელი - XIX საუკუნის თბილისის ერთ-ერთი აფთიაქი, მდებარეობდა ახლანდელი რუსთაველის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეკუთვნოდა პროვიზორ-აფთიაქარს ე. ზემელს. ჰქონდა ოვალური ფორმა (თვით აფთიაქარიც იმავე სახლში ცხოვრობდა).

 

XX საუკუნის 30-იან წლებში რუსთაველის მოედანის გაფართოებასთან დაკავშირებით ეს აფთიაქი აიღეს. მოგვიანებით ამავე ადგილზე იდგა სხვა აფთიაქი, რასაც ტრადიციით კვლავ ზემელის აფთიაქს უწოდებდნენ. ეს უკანასკნელი აიღეს რესპუბლიკის მოედნის მშენებლობის დროს.

 

სახელწოდება „ზემელი“ ამ ადგილს დღემდე შემორჩა.

 

 

big_banner
არქივი