logo_geo
დაცვაც ადამიანია...
- +

26 მარტი. 2019. 13:41

 

ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს ფოტო ჩემ მეგობარს ედო თავის გვერდზე.

 

მე ამ ფოტოს დავარქმევდი - „როსტროპოვიჩი იცავს თავის დაცვას“. ეს ფოტო გადაღებულია რუსეთის რევოლუციის დროს. მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების მქონე მსტისლავ როსტროპოვიჩს რა გააჩერებდა სახლში, ცხადია, მოვლენების ცენტრში იყო. მიამაგრეს დაცვა. დაცვაც ადამიანია და ჩაეძინა ავტომატით ხელში. როგორც შემდეგ, წლების მერე, ჰყვებოდა ეს ახალგაზრდა კაცი, როსტროპოვიჩს ფრთხილად გამოურთმევია ავტომატი, გადაუხვევია ხელი ბატალიებგამოვლილი ახალგაზრდისთვის და ავტომატით ხელში გვერდიდან არ მოცილებია. ასეთები არიან დიდი ადამიანები. გულისხმიერები, უშიშრები და სიყვარულით ანთებულები“, - წერს ბათიაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი