logo_geo
თელავში მე-9-10 საუკუნეების ძველი ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს
- +

8 ივლისი. 2017. 18:49



არქეოლოგების მტკიცებით, აღმოჩენილია ძველი ქალაქი-თელავის ნაშთები, რომელიც მე-9-10 საუკუნეებით თარიღდება.


დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფაქტი უტყუარია. ეს არ არის მარტო ჩვენი წარმატება. ეს გახლავთ საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი", - ასე გამოეხმაურა ექსპედიიციის ხელმძღვანელი ნიკა თუშაბრამიშვილი თელავში, გვირაბების აღმოჩენისა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად, დღემდე უცნობ და აღმოჩენილ არტეფაგებს.


აღმოჩენილი მასალები, მათ შორის: კერამიკა, იარაღები, ქურის ნაშთები, მოჭიქული ჭურჭელი, დოქები და სამელნეები უტყუარად აღნიშნულ ეპოქაზე მიუთითებს.


არქეოლოგის აზრით, მალე ქალაქის ცენტრალურ უბანში ახალი ტურისტული ობიექტი გაჩენდება. სპეციალისტს ამის თქმის საფუძველს, ძეგლის პოტენციალი და ლოკაცია აძლევს.


არქეოლოგიური გათხრები, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თელავის მერიის ინიციატივითა და დახმარებით განხორციელდა.


მაისში, არქეოლოგებმა თელავში ასევე აღმოაჩინეს ადრეაქრისტიანული ეპოქის სამარხი.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი