logo_geo
გოდერძის უღელტეხილზე ალპური ბოტანიკური ბაღი მოეწყობა
- +

8 ივლისი. 2017. 19:49


 

 

აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე ალპური ბოტანიკური ბაღი მოეწყობა.


საქართველოში ანალოგიური ბაღი პირველი იქნება და მასში თავს მოიყრის ალპური ზონისთვის დამახასიათებელი როგორც ადგილობრივი, ასევე დედამიწის სხვადასხვა წერტილში მზარდი იშვიათი ჯიშის მცენარეები.


ალპურ ბაღს ბათუმის ბოტანიკური ბაღი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია „მერსი ქორფსი"-სა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მოაწყობს.


„ზეკარის ადგილობრივი ბოტანიკური ბაღი" დაახლოებით 10 ჰექტარს დაიკავებს. ბაღი გაშენდება კურორტ ბეშუმთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ.


ალპური ბოტანიკური ბაღი ერთ წელიწადში გაიხსნება და იქ თავმოყრილი კოლექცია განკუთვნილი იქნება არა მარტო ტურისტული, არამედ სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის. მისი დანიშნულება იქნება ასევე, იშვიათი, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ჯიშების შენარჩუნება და კონსერვაცია.




 

big_banner
არქივი