logo_geo
პროექტი კოოპერატივების ხელშეწყობისთვის
- +

14 ივლისი. 2017. 16:06



მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების საკითხზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმსჯელეს. მინისტრის მოადგილე კახა გულედანის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.


მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის მიზანია: მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა, მსხვილფეხა პირუტყვის მრავალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა და აპრობირება, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი გაუმჯობესება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობა.


პროგრამაში მონაწილეობენ ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებიც განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.


 

 

big_banner
არქივი