logo_geo
დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომა გაიმართა, სადაც ავთანდილ თალაკვაძემ ახალი პროექტები და პროგრამები წარადგინა, რომელთა განხორციელება იწყება
- +

31 იანვარი. 2024. 10:48

 

 

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომა გაიმართა, სადაც ავთანდილ თალაკვაძემ ახალი პროექტები და პროგრამები წარადგინა, რომელთა განხორციელება იწყება. 

 

„მინდა გაგაცნოთ ის სიახლეები, პროექტები და ინიციატივები, რომლის განხორციელებასაც ახლა ვაპირებთ. ტენდერები უკვე გამოცხადებულია შემდეგ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე: ლიხაურში, კვაჭალათის უბანში დავიწყებთ საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. პროექტის განხორციელების შემდეგ 3,5 კილომეტრამდე სიგრძის განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს 600-ზე მეტი ადამიანი. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 2 199 950 ლარი დაიხარჯება; ოზურგეთში ვგეგმავთ გორკის ქუჩის განახლებას, რომელსაც მოხმარდება 211 370 ლარი; ასევე, დაგეგმილი გვაქვს ოზურგეთში, სუბტროპიკების ქუჩის 2 კილომეტრზე მეტი საგზაო მონაკვეთის განახლება, რომლითაც 1000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.  ვიწყებთ ნატანებში ჯაფარაულა - ახალშენის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. პროექტის განხორციელების შემდეგ 5 კილომეტრამდე სიგრძის საგზაო მონაკვეთი სრულად  განახლდება, რომლითაც ისარგებლებს 2500-ზე მეტი ადამიანი. პროექტის ღირებულება 2 658 160 ლარს შეადგენს. ასევე, კონჭკათი-შრომის (ორმეთის) დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, პირველ ეტაპზე აშენდება 3 კილომეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლისთვისაც 2 430 428 ლარი დაიხარჯება. განხორციელდება დვაბზუ - ნასაკირალის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც. 5 კილომეტრამდე სიგრძის გზის განახლებას მოხმარდება 2 305 440 ლარი. 2500-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს განახლებული გზით,”-განაცხადა თალაკვაძემ.

 

ოზურგეთის მერის თქმით, კიდევ ერთი ახალი პროექტი არის ბაილეთის ცენტრიდან ჭანიეთურის მიმართულებით, 3 კილომეტრზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 1 416 670 ლარს შეადგენს.

 

 

big_banner
არქივი