logo_geo
ქუთაისი-სამტრედიის 24კმ-იანი მონაკვეთის განათების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა
- +

19 ივლისი. 2017. 10:30


 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის  ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებებს ახორციელებს.


სამუშაოები მოიცავს: გარე განათების ქსელის მოწყობას, ხმაურიანი ზოლების  და დამატებითი საგზაო ნიშნების განთავსებას, ასევე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას.


 ამჟამად, ქუთაისი-სამტრედიის 24კმ-იანი მონაკვეთის განათების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. გარე განათების სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო.


განათების სამუშაოებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) აფინანსებს, აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „ჯავა" აწარმოებს.



 

big_banner
არქივი