logo_geo
ყაზბეგში საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმრო „სნო“ გაიხსნა
- +

23 ივლისი. 2017. 14:20



ყაზბეგში, საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმრო „სნო" რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრნენ. სასტუმრო სოფელ სნოში პატრიარქის რეზიდენციის ტერიტორიაზე აშენდა.


უკვე ცნობილია, რომ სასტუმროდან შემოსული თანხა სოფლის განვითარებას მოხმარდება. სასტუმროს აშენების ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ მოწყდეს სოფელს და ადგილზე დასაქმდეს. სასტუმროს ძირითადი შემოსავალი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და სოფლის განვითარებას მოხმარდება. სასტუმროში სულ 34 ნომერია.


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასტუმროს გახსნაზე შვილთან ერთად მივიდა, რომელიც გუშინ მოინათლა.


 

big_banner
არქივი