ახალციხეში, სოფელ სხვილისთან ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "პირველს" განუცხადეს, რომ მთის ფერდობზე ცეცხლი გამხმარ ბალახს უკიდია.
ადგილზე 5 სახანძრო ჯგუფი მუშაობს.
ხანძრის შედეგად დამწვარი ფართობის რაოდენობა უცნობია. ასევე, დაუდგენელია ცეცხლის გაჩენის მიზეზი.