logo_geo
მთიან აჭარას ახალი ტურისტული ადგილი - შავი ტბა შეემატა
- +

16 აგვისტო. 2017. 14:09



მთიან აჭარას ახალი ტურისტული ადგილი - შავი ტბა შეემატა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ტბა გოდერძის უღელტეხილზე არსებული მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე მდებარეობს. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტბის მარკირებასა და ტურისტულ მარშრუტში ჩასმას შემდეგი წლისთვის გეგმავს.


„შავი ტბა გოდერძის უღელტეხილიდან 11.5 კმ-ში, ზღვის დონიდან დაახლოებოთ 1900 მეტრზე მდებარეობს. ტბა გარშემორტყმულია ალპური ტყით და ჭაობისათვის დამახასიათებელი მცენარეებით. ვინაიდან ტყეში მდებარე შავი ტბა, მასთან მისასვლელი სამანქანე გზის არარსებობის გამო, საკმაოდ ძნელად მისადგომი ერთ-ერთი მყუდრო ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და სათავგადასვლო ტურის მოყვარულებისთვის, ჩვენ ვგეგმავთ გარემოს დაცვის სამართველოსთან ერთად შევისწავლოთ ტბა, რის შემდეგაც მოხდება მისი მარკირება. შავი ტბის სახით მთიან აჭარაში მოგზაურობისა და სათავგადასავლო მარშრუტების გავლის მსურველებს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი ექნებათ მოსანახულებელი", - განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.



 

big_banner
არქივი