logo_geo
აფეთქების შედეგად დაზარალებულებს აჭარის მთავრობა დაეხმარება
- +

17 აგვისტო. 2017. 15:24



ბათუმში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს აჭარის მთავრობა დაეხმარება. ამის შესახებ განცხადება მედიასთან დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გააკეთა.


„ჩვენ ამ დილით დაზარალებულ მოსახლეობას ქალაქ ბათუმის მერიაში  შევხვდით. ამ ეტაპზე ჩვენ მათ ვთავაზობთ დროებითი ფართით უზრუნველყოფას. შეიძლება ითქვას, რომ ალტერნატიული ბინის ფართების შეთავაზებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ. გამოძიების დასრულებამდე ვთავაზობთ მოსახლეობას, გადავცეთ კონკრეტული ბინები. ასევე არის მეორე შეთავაზება, მოხდება დაზარალებული სახლების რემონტი. ველოდებით მოსახლეობისგან დასტურს და შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ საბოლოო ჯამში მოხდება მოლაპარაკება მოსახლეობასთან და ფართები  გადაეცემათ საკუთრებაში, მოხდება ჩანაცვლება, მათი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა სახელმწიფოს. ამ ეტაპზე ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს", - განაცხადა ბოლქვაძემ.

 

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად 4 სახლი დაზიანდა. დამწვრობა მიიღო ორმა ადამიანმა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აჭარის მთავრობა ადგილზე გაეცნო მდგომარეობას და აგრძელებს დაზარალებულებთან მუდმივ კომუნიკაციას.


 

big_banner
არქივი