logo_geo
ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია
- +

23 აგვისტო. 2017. 03:30



საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია.


როგორც პირველ არხს სააგენტოში განუცხადეს, დამწვარია ორ ჰექტრამდე ფართობის წიწვოვანი ტყე.


ატენის ხეობაში, ზემო ბოშურის მიმდებარედ ტყეს ხანძარი 22 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე გაუჩნდა.


ატენის ხეობაში იმყოფება თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი.


 

big_banner
არქივი