logo_geo
ლაგოდეხში ხანძარია - „მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ ცეცხლი ვენახებამდე არ მივიდეს“
- +

24 აგვისტო. 2017. 00:10


ხანძარია ლაგოდეხში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ცეცხლი კერძო პირის მეურნეობის შენობას უკიდია.


როგორც პირველ არხს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ განუცხადა, ის შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მისივე თქმით, ხანძარი დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაჩნდა.


„ადგილზე მობილიზებულია ლაგოდეხისა და ყვარლის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. რამდენიმე მეტრში ვენახებია, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ ცეცხლი იქამდე არ მივიდეს", - განაცხადა ჯამბურიამ.


 

big_banner
არქივი