logo_geo
ბორჯომის ხეობაში დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი
- +

25 აგვისტო. 2017. 12:45



ბორჯომის ხეობაში დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს" საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განუცხადეს, შენარჩუნდება ქარი იმავე სიძლიერით, როგორც წინა დღეებში.


„ბორჯომის ხეობაში დღეს და ხვალ ქარის ჩადგომა არ არის ნავარაუდევი. ქარი იქროლებს დაახლოებით იმავე სიძლიერით, როგორც წინა დღეებში. რაც შეეხება ნალექს, დღის მეორე ნახევარში და ხვალ, დღის პირველ ნახევარში, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა", - აცხადებენ ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი