logo_geo
ზურაბ ალავიძე: გართულებებს არ ველოდებით
- +

26 აგვისტო. 2017. 11:07



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა, რომ რაიმე გართულებებს არ ელოდებიან. მისი თქმით, ცოცხალი ძალა ამ დრომდე მუშაობს ხანძრის მცირე კერების ლიკვიდაციაზე.


„ამ დროისთვის ძირითადი კერები, ფაქტობრივად, ლოკალიზებული გვაქვს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. საღამოს უკეთ გვეცოდინება, რა დრო დასჭირდება ლიკვიდაციას, ასევე გვეცოდინება, რა დრო დასჭირდება ჯარს და რამდენ ხანს გავაჩერებთ აქ. ვითარება გვაქვს კარგი. რაიმე გართულებებს არ ველოდებით. წაღვერის მხარეს არის მცირე კერები, რომელთა დამუშავება მიმდინარეობს ცოცხალი ძალის და შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

 










 

big_banner
არქივი