logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია
- +

26 აგვისტო. 2017. 19:03

 


შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.


მინისტრის განცხადებით, საგანგებო შტაბის დილის თათბირის შემდეგ, მან თავდაცვის მინისტრთან ერთად, ტერიტორია ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერა, რათა ყველა პრობლემური ლოკაციის იდენტიფიცირება მოეხდინათ.


„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მიუხედავად ამისა, ზონაში რჩებიან თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, მეხანძრე-მაშველები, ასევე ავიაცია. ჩვენ ვაწარმოებთ ყველა პრევენციულ სამუშაოს, რათა შემდგომში აღარ მოხდეს ზედმეტი გართულებები", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



 

big_banner
არქივი