logo_geo
ხულოს გამგებელი: ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს
- +

4 სექტემბერი. 2017. 00:43



ხულოს გამგებლის განცხადებით, შავნაბადას მთაზე ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის.


imedinews-სთან საუბარში ბესიკ ბაუჩაძემ განაცხადა, რომ ცეცხლი დაახლოები 3000 კვადრატული მეტრის ფართობზე ბუჩქნარს უკიდია.


გამგებლის თქმით, ამ დროისათვის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 30-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.


ადგილზე იმყოფებიან აგრეთვე გამგებლის მოადგილე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.











 

big_banner
არქივი