logo_geo
ოკუპირებულ სოფელ ოტრევიდან ხანძრის კერა სოფელ ფლავისმანის სასაფლაოს მიმართულებით ძლიერდება
- +

4 სექტემბერი. 2017. 02:19



სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორმა ჯგუფმა სოფელ ფლავისმანის სასაფლაოს ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს გადაინაცვლა.


პირველი არხის ინფორმაციით, ოკუპირებულ სოფელ ოტრევიდან ხანძრის კერა ფლავისმანის სასაფლაოს მიმართულებით ძლიერდება.


ხანძრის კერიდან სოფელ ფლავისმანის სასაფლაომდე, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის, 500 მეტრამდე მანძილია დარჩენილი.


მეხანძრეები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ოკუპირებულ ცხინვალს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება გაუწიონ.


როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ​ პირველ არხს განუცხადა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით საოკუპაციო რეჟიმს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შესთავაზეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი