logo_geo
ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ12-18-ზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
- +

8 სექტემბერი. 2017. 10:40


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ12-18 მონაკვეთებზე არსებულ სახიდე გადასასვლელებს გამოერეცხა მისასვლელი გზა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


ამავე გზის კმ1-კმ11 და კმ19-კმ24 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.



 

big_banner
არქივი