გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანთან ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი - 15 წლის ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ გურჯაანის კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიცია მუშაობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.