სეტყვამ და ძლიერმა ქარმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები კურდღელაური, ნასამხრალი და შალაური დააზარალა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
ასევე გურჯაანი-თელავის საავტომობილო გზაზე წაიქცა ხე, რომელმაც ავტომობილების გადაადგილება შეაფერხა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია დილით გახდება ცნობილი.