logo_geo
ჯუთაში გაჩენილი ხანძარი სასტუმროს უახლოვდება
- +

24 სექტემბერი. 2017. 17:53


ტურისტის თაკო კიკალეიშვილის ცნობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯუთაში ზეთას მთაზე გაჩენილი ხანძარი სასტუმროს უახლოვდება.


როგორც „პირwელს" თაკო კიკალეიშვილმა განუცხადა, ჯუთაში გუშინ ხანძარი სხვა მთაზე გაჩნდა, დღეს დილიდან კი ცეცხლი მეორე მთას მოედო.


„ალპური ზონაა და ცეცხლი ბალახს უკიდია, მაგრამ სასტუმროსთან საკამოდ ახლოს მოვიდა. გუშინ, მეხის შედეგად ცეცხლი სხვა მთას მოედო და მეხანძრეებმა ჩააქრეს. დღეს ისევ ახალი კერა გაჩნდა და გავრცელდა. სადღაც შორს მთისკენ სამ ნიჩბიან ადამიანს ვხედავ, რომლებიც ცეცხლის კერებს მიწას აყრიან. ძლიერი ქარია და ცეცხლის სწრაფად მოემართება ჩვენკენ, სასტუმროსკენ", - განუცხადა „პირwელს" თაკო კიკალეიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი